საქართველოს საგარეო უწყება მოსკოვს ოფიციალური ნოტით მიმართავს რუსეთში სულხან-საბა ორბელიანისა და ბაგრატიონთა საფლავების განადგურების საფრთხესთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
“ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ ოფიციალური ნოტით მივმართოთ რუსეთის ფედერაციას, შვეიცარიის საელჩოს გავლით, რომლითაც ვეცდებით, რომ მათგან ოფიციალურად სრული ინფორმაცია მოვიპოვოთ მიმდინარე მდგომარეობისა თუ სამუშაოების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდება, შესაბამისად მივმართავთ თხოვნით, რომ შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები და შემდგომ მივმართავთ თხოვნით, რომ დავიწყოთ გადმოსვენების პროცედურები”, – განაცხადა კალანდაძემ.