ახალი ამბები

ხელისუფლებამ არჩევნებზე დამკვირებლები უკვე მოიწვია

9 აპრილი, 2012 •
ხელისუფლებამ არჩევნებზე დამკვირებლები უკვე მოიწვია

საქართველოს ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე მოწვევას უგზავნის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ისე არჩევნებზე დასაკვირვებლად. ამის შესახებ დღეს, 9 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

”ჩვენს მთავარ მიზანს წარმაოდგენს, რომ ეს სადამკვირვებლო მისიები ჩამოვიდნენ არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც თიტქმის 7 თვით ადრე მოწვევა ეგზავნებათ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ამ მოთხოვნით. მათ შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნ ენ არამარტო არჩევნების დღეს, არამედ მთლიანად წინასარჩევნო პერიოდს,” – განაცხადა ნინო კალანდაძემ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოწვევა გაეგზავნა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ასევე ნატოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებს. საერთაშორისო დამკვირვებლები 2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უნდა დააკვირდნენ.

ნინო კალანდაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ კეტრინ ეშტონს, რათა ევროკავშირმა წინასაარჩევნოდ დააფინასოს მედიამონიტორინგის პროექტი.

”მსგავსი რამ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც მოხდა და ამან დადებითი შედეგი მოგვცა,” – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი