ახალი ამბები

რუსეთში ყოფილ პოლკოვნიკებს შრომით ხელშეკრულებებს უფორმებენ

9 აპრილი, 2012 •
რუსეთში ყოფილ პოლკოვნიკებს შრომით ხელშეკრულებებს უფორმებენ

რუსულენოვანი გამოცემა „იზვესტიას“ ინფორმაციით, რუსეთში პოლკის ყოფილ მეთაურებს თავდაცვის სამინისტრო ერთწლიან შრომით ხელშეკრულებებს უფორმებს, თუმცა, არ უხსნის, რისთვის უნდა გამოიყენონ ისინი.

გამოცემის მიხედვით, დაახლოებით 6 ათასმა ყოფილმა გენერალმა და პოლკოვნიკმა, რომელთაც თავდაცვის სამინისტრომ, მინისტრის, ანატოლი სერდუკოვის ხელმოწერით, თებერვლის ბოლოს ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა, დღემდე არ იციან, სად და რისთვის უნდა გამოყენოს სახელმწიფომ ისინი.

ყოფილი სამხედრო ჩინოსნების თქმით, მათთვის არავის აუხსნია ზუსტი მოვალეობები. ზოგიერთმა მათგანმა კი მხოლოდ ვარაუდის დონეზე იცის.

ერთ-ერთი ყოფილი გენერალი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ მათგან ინსპექტორების კორპუსი უნდა შექმნან, რომელმაც ქვეყანაში სამხედროთა მდგომარეობა უნდა გააკონტროლოს.

„ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა შემოწმებაში, სამხედრო სასწავლო პროცესებში, ყველა შესაძლო სროლაში და ყველაფერში – ერთი სიტყვით, ჩვენგან ჭირდებათ გამოცდილება,” – აცხადებს ერთ-ერთი გენერალ-მაიორი პეტრე მახომოვი.

ყოფილ სამხედროებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში კი მხოლოდ ის წერია, რომ „დაქირავებულმა კეთილდსინდისიერად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები და არ დაუშვას ისეთი ქმედებები, რომელიც სხვა თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლის.“

მასალების გადაბეჭდვის წესი