ახალი ამბები

21 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან

9 აპრილი, 2012 • 1350
21 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან

1991 წლის 9 აპრილს, ამავე წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. ორი წლით ადრე კი, 1989 წლის 9 აპრილს აქცია თბილისში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით იმართებოდა, საბჭოთა არმიამ დაარბია.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით ადამიანი გაზით მოიწამლა, რომელიც გამოყენებული იქნა საბჭოთა ჯარების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ.

საბჭოთა კავშირი, რომლის შემადგენლობაშიც საქართველო 1921 წლის ოკუპაციის შედეგად შევიდა, ოფიციალურად 1991 წლის დეკემბერში დაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი