ახალი ამბები

მერია: ვარკეთილში წიწვოვანი ნარგავები განზრახ დააზიანეს

21 აგვისტო, 2016 • 1349
მერია: ვარკეთილში წიწვოვანი ნარგავები განზრახ დააზიანეს

თბილისის მერიის ცნობით, ვარკეთილში, მაისურაძის ქ. №1-ში, ე.წ  „დამპალოს“ სასაფლაოს მომიჯნავე  ტერიტორიაზე  წიწვოვანი ხე-მცენარეები განზრახ დააზიანეს

მათივე განცხადებით, ამ საკითხზე თბილისის მერიაში შეტყობინება 20 აგვისტოს შევიდა. მერია აცხადებს, რომ ინფორმაცია სამართალდამცავებს უკვე მიაწოდეს, გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობა კი მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა უნდა დაადგინოს.

“მოქალაქეების განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა წიწვოვანი ნარგავები გახმობის მიზნით სპეციალურად დააზიანეს. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო  სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 14 წიწვოვან ხე-მცენარეს  100-150 კვადრატულ სანტიმეტრ ფართობზე შემოცლილი აქვს ქერქი,”- აცხადებს მერია.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ზიანის თანხა შეადგენს ან გადააჭარბებს 1000 ლარს, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

დაზიანებული მცენარეები. თბილისის მერიის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი