20 აგვისტოს სამტრედიის პოლიციის შენობასთან გამართული მოქმედი ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით და წინასწარ დაგეგმილი კიდევ ერთი აქციით დასრულდა.

აქცია  “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება”  22 წლის ბიჭის თვითმკვლელობაზე გამოხმაურება იყო. სტურუამ თვითმკვლელობამდე  წერილი დატოვა, სადაც აღწერა, როგორ სცემდა და ემუქრებოდა ადგილობრივი პოლიციელი მას, თუ არ მიაწვდიდა ინფორმაციას იმის შესახებ, ვის მოჰყავდა მარიხუანა სამტრედიაში.

აქციაზე დასასწრებად ჩავიდნენ თბილისიდანაც, თუმცა აქ ასევე იმყოფებოდნენ დემურ სტურუას დედა, ძმა და სხვა ნათესავები. სტურუას დედამ, ნონა ჯოჯუამ თქვა, რომ იგი მოითხოვს დააკავონ ის პოლიციელი, რომელიც მის შვილს წერილში ჰყავს ნახსენები.

ჯოჯუა მიიჩნევს, რომ პოლიციელს ხელს აფარებენ, თუმცა იგი რომ ყოფლიყო უბრალო მოქალაქე, მას აქამდე დააკავებდნენ.

“სამტრედიაში კანონი და სამართალი არ არსებობს”, – ამბობს ნონა ჯოჯუა.

სამტრედიაში გამართულ აქციაზე ადგილი არ მოიძებნა პოლიტიკოსებისთვის, კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძისთვის, რომელსაც მოსთხოვეს, რომ დაეტოვებინა ტერიტორია მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.

აქცია სამტრედიაში პოლიციის შენობის წინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო ლოზუნგებთან ერთად მიიტანეს დემურ სტურუას წერილის გამოსახულებით სტიკერი, რომელიც პოლიციის მანქანას და ასფალტს დააკრეს.

20-მდე პოლიციელი პოლიციის შენობის კიბიდან აკვირდებოდნენ აქციის მსვლელობას, მათგან ორმა პოლიციის მანქანას დაკრული სტიკერები ააძრო.

აქციის დასასრულისკენ აქციის მონაწილეებმა მაშხალები დაანთეს და სკანდირებდნენ- “ძირს პოლიციური რეჟიმი”. ამ დროს ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციის მანქანა შავი საღებავით შეღება, რასაც პოლიციელების გაღიზიანება მოჰყვა და ამ პირის დაკავება სცადეს.

აქციის მონაწილეეების წინააღმდეგობა, პოლიციისთვის მათი თანამოაზრის დაკავების უფლება არ მიეცათ, ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიტინგზე პოლიციას არავინ დაუკავებია. ისინი ჩამწკრივდნენ და აქციის მონაწილეებსა და პოლიციის მანქანებს შორის ჩადგნენ.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს და ახლომდებარე “მომავლის პარკისკენ” გაემართნენ”, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მდებარეობს, მსვლელობისას და პარკში ყოფნის პერიოდში ახლობდემრე კორპუსებიდან აქციის მონაწილეებს ადგილობრივი მცხოვრებლები უყურებდნენ, მცხოვრებთა ნაწილი აქციის მსვლელობის დროს პოლიციის შენობის მახლობლად, მანიფესტაციის მონაწილეებისგან მოშორებით იდგნენ და პროცესებს აკვირდებოდნენ.

დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთი აქციის შესახებ ამცნო შეკრებილებს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ნაჯა ორაშვილმა. 17 სექტემბერს უნდა გაიამართოს აქცია, რომელმაც ნაჯა ორაშვილის თქმით, უნდა გააერთიანოს ყველა სოციალური ჯგუფი. სად და როგორ გაიმართება აქცია, ამაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციაზე. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
სამტრედიის მცხოვრებლები აივნებიდან უყურებენ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე საპროტესტო ბანერით სამტრედიის ქუჩებში მსვლელობის მოწყობისას. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა აქციის ბოლოს სამტრედიის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
წარწერა, რომელიც ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა სამტრედიის პოლიციის შენობის წინ დატოვეს. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა სამტრედიის პოლიციის შენობის წინ მაშხალები გამოიყენეს. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

აუდიტორია 115-ის წევრი გიორგი სოფრომაძე სიტყვით მიმართავს ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს სამტრედიის პოლიციის შენობის წინ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
ირაკლი დეისაძე სიტყვით მიმართავს ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს სამტრედიის პოლიციის შენობის წინ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანას დემურ სტურუას წერილის გამოსახულებით სტიკერი მიაკრეს, რომელიც პოლიციამ ჩამოხია. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე სამტრედიის პოლიციის შენობის წინ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

ლევან ლორთქიფანიძე სიტყვით მიმართავს ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს სამტრედიის პოლიციის შენობის წინ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა დემურ სტურუას წერილის გამოსახულებიანი სტიკერი პოლიციის შენობის წინ ქვაფენილზე დააკრეს. სამტრედიის პოლიციის შენობის წინ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანას მიაკრეს დემურ სტურუას წერილის გამოსახულებიანი სტიკერი და წარწერა “ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა”. სამტრედიის პოლიციის შენობის წინ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე სამტრედიის პოლიციის შენობის წინ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე სამტრედიის პოლიციის შენობის წინ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე სამტრედიის პოლიციის შენობის წინ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
“ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება 41 (ქართული ოცნების საარჩევნო ნომერი) და 5 (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნიშანი) ” – ეს იყო ერთ-ერთი საპროტესტო ბანერი, რომელიც ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა სამტრედიის პოლიციის შენობის წინ მიიტანეს. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
სტიკერი წარწერით “ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა” ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის წინ ქვაფენილსა და პოლიციის მანქანებზე მიაკრეს, სტიკერი მათ ასევე მიიბნიეს მაისურებზე. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემურ სტურუას დედა, ძმა და ნათესავებიც მივიდნენ. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი
“დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა” – ერთ-ერთი წინადადება დემურ სტურუას წერილიდან ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციის მონაწილემ საპროტესტო ბანერზე დაწერა. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *