ახალი ამბები

სააკაშვილს ობამასთან ტელეფონით არ უსაუბრია

6 აპრილი, 2012 •
სააკაშვილს ობამასთან ტელეფონით არ უსაუბრია

საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ის პრეზიდენთან 4 აპრილს ტელეფონით არ უსაუბრია და ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა.

რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანია CNN-ის მომხმარებლის ბლოგზე რუსულ ენაზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარე წლის 4 აპრილს შედგა და მათი საუბარი საქართველოში 2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო. სტატიის მიხედვით, ობამამ სააკაშვილს განუმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში მნიშვნელვან გავლენას მოახდენს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესი, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნები.

CNN-ის ბლოგზე ireporter.cnn.com დარეგისტრირება და ინფორმაციის განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და  ამ განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ტელეკომპანიის მიერ გადამოწმებული არ არის, შესაბამისად, არც მის სიზუსტეზე აგებს პასუხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი