ახალი ამბები

ივანიშვილის მოქალაქეობაზე გადაწყვეტილება ადვოკატისთვის ჯერ უცნობია

5 აპრილი, 2012 •
ივანიშვილის მოქალაქეობაზე გადაწყვეტილება ადვოკატისთვის ჯერ უცნობია

“ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრის, ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საკითხი იმის შესახებ, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე, ჯერ გადაწყვეტილი არ არის .

“დღევანდელი მდგომარეობით არსებობს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა, რომელი დასკვნითაც ეს ორგანო მიიჩნევს, რომ ბატონ ივანიშვილს არ უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, ეს არის სამსახურებრივი დასკვნა, რეკომენდაცია საქართველოს პრეზიდენტისათვის, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს მას შეუძლია გაიზიაროს მისი ერთ–ერთი სამსახურის მიერ მოწოდებული რეკომენდაცია, ან შეუძლია, არ გაიზიაროს. ასე რომ, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება უცნობია”, – აღნიშნავს კბილაშვილი.

მისივე თქმით, დღეს ეწურება ეს ვადა პრეზიდენტს, რომ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

კბილაშვილი დრწმუნებულია და სწამს, რომ 21 აპრილისთვის ბიძინა ივანიშვილი იქნება საქართველოს მოქალაქე.

თუმცა, როგორც გუშინ, 4 აპრილს “ნეტგაზეთს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი არაფერ შუაშია და უფლებამოსილი ორგანო მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოა.

მანანა მანჯგალაძის მსგავსად, საქართველოს იუსტიცის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა იოსავა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიეღო და მას გადაწყვეყტილების მიღება არ ევალდებოდა. იოსავა ამბობს, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებაზე სამოქალაქო რეესტრის დასკვნა საბოლოოა. ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებაზე უარი საბოლოოდ ეთქვა და მხოლოდ ორმაგ მოქალაქეობაზე შეუძლია პრეზიდენტისთვის მიმართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი