ახალი ამბები

ივანიშვილი დიპლომატებს პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს

5 აპრილი, 2012 •
ივანიშვილი დიპლომატებს პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს

“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  თბილისში დიპლომატებს შეხვდა.

შეხვედრა, რომელიც 5 აპრილს “ქართული ოცნების”  ოფისში გაიმართა,   ივანიშვილის  მოქალაქეობის  საკითხს შეეხებოდა და მისი დასრულების შემდეგ დიპლომატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

“მე დიპლომატებს ვუთხარი, რომ დაიჭირონ პრინციპული პოზიცია, რამეთუ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს და ნუ ექნებათ მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ჩემს მოქალაქეობაზე”, – განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“მე იმედი გამოვთქვი, რომ საელჩოები გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას და პასუხს მოსთხოვენ მათ [ხელისუფლებას]  იმ უკანონობისთვის, რომელიც განხორციელდა გუშინ. მათ ჰქონდათ ძალიან პრინციპული პოზიცია, რამეთუ ისინი დაინტერესებული არიან, საქართველოში შეიქმნას პრეცედენტი და ისტორიაში პირველად მოხდეს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა”, – აცხადებს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წლის 5 იანვარს მიმართა სამოქალაქო რეესტრს მოქალაქეობის მიღების თხოვნით, 4 აპრილს უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქებაზე.

ივანიშვილმა ამ ფაქტს პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი