ახალი ამბები

ივანიშვილი: მე ვიქნები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

5 აპრილი, 2012 •
ივანიშვილი: მე ვიქნები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ქართველი მილიარდეrი  პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს საქართველოს პასუხს მის მიერ მოქალაქეობის თხოვნაზე.

ბიძინა ივანიშვილმა ამ თემაზე დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა ჟურნალისტებისთვის და გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა, პოლიტიკური უწოდა.

ივანიშვილის თქმით, “ სააკაშვილი გრძნობს, რომ ის არ არის რეიტინგული და მხოლოდ ამიტომ მიმართავს ამ ძალადობას  ჩემ წინააღმდეგ”.

ივანიშვილის თქმით, როგორც საქართველოს მოქალაქე, 21 აპრილს დააფუძნებს პარტიას “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”, უფრო მოგვიანებით კი ჩამოყალიბდება ბლოკი სახელწოდებით “ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება”.

“და მე ვიქნები პრემიერ -მინისტრობის კანდიდატი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, მას არ უსაუბრია რაიმე კონკრეტულ გეგმაზე, თუ როგორ აპირებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. ჟურნალისტებს კი კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ივანიშვილმა ვრცლად  მიმოiხილა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მისი მოღვაწეობა და განაცხადა, რომ მის მიმართ განხორციელებული ქმედებები ცხადყოფს, თუ რა ზეწოლის ქვეშ არიან საჯარო უწყებები სააკაშვილის მხრიდან.

“პროცესები ერთი კაცის, სააკაშვილის მიერ იმართება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამ წუთებში ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი