ახალი ამბები

ნანა ყეინიშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა და პარტია “ჩვენებს” შეუერთდა

19 აგვისტო, 2016 • 1706
ნანა ყეინიშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა და პარტია “ჩვენებს” შეუერთდა

ნანა ყეინიშვილა პარტია “ქართული ოცნება” დატოვა და პარტია “ჩვენებს” შეუერთდა. ამის შესახებ ნანა ყეინიშვილმა ტელეკომპანია “პირველში” განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ჩვენების” სახელით მიიღებს მონაწილეობას.

“ამაყი ვარ, რომ წამოვედი ამ გუნდიდან… მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც 2015 წლიდან დღემდე, ამ წუთამდე, მისი ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოში. მოხდა, დიახ, ფერისცვალება, რომ დამთავრდა ის რეჟიმი, ვითომ დამთავრდა, ვნახეთ 2012 წელს, მაგრამ ბზარი შეეპარა ჩემს დამაჯერებლობას, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო ჯერ იმერეთიდან, გააგრძელა სხვადასხვა რეგიონებში და დაამთავრა თბლისით, როცა თითქმის ნახევარი მაჟორიტარებისა შემოვიდნენ ნაციონალები,”- განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი