ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობაზე პრესკონფერენციას გამართავს

4 აპრილი, 2012 • 988
ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობაზე პრესკონფერენციას გამართავს

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საგანგებო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ივანიშვილს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ივანიშვილი თავად გააკეთებს შეფასებებს ხვალ, 11 საათზე და ამ საკითხზე თავად ისაუბრებს.

მანამდე კი პრესსპიკერმა ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გააცნო და განაცხადა რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არ მინიჭებაზე ეფუძნება სიცრუეს:

“თავის დროზე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ის არის ხელისუფლების ძლიერი კონკურენტი. ახლაც ეს გადაწყვეტილება პოლიტკური მიზნით არის განპირობებული. ჩვენს გეგმებში არაფერი არ შეიცვლება, ბიძინა ივანიშვილი დარჩება კოალიციის ლიდერად, კოალიციას ერქმევა “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება”, იგი [ივანიშვილი] ასევე იქნება პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დღეს, 4 აპრილს გამოაქვეყნა დასკვნა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა  2011 წლის 5 იანვარს არასწორად მოითხოვა. 

 ივანიშვილმა 2012 წლის 5 იანვარს პრეზიდენტს მიმართა მოთხოვნით, ნატურალიზაციის გზით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. მას უკვე გაუუქმდა რუსეთის მოქალაქეობა და განცხადება შეტანილი აქვს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება

ფანჯიკიძე: ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგება

ივანიშვილს მოქალაქეობა აპრილში უნდა აღუდგინონ

ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს

ივანიშვილის ადვოკატი უკანონოს უწოდებს რეესტრის გადაწყვეტილებას



მასალების გადაბეჭდვის წესი