ახალი ამბები

ომბუდსმენი დუმბაძის განცხადებებს დისკრიმინაციულს უწოდებს

4 აპრილი, 2012 •
ომბუდსმენი დუმბაძის განცხადებებს დისკრიმინაციულს უწოდებს

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

სახალხო დამცველი მურმან დუმბაძის  მიერ 31 მარტს  25-ე არხის ეთერით გაკეთებულ განცხადებას დღეს გამოეხმაურა. 

გთავაზობთ განცხადების ტექტს:

“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო 31 მარტს ბატონ მურმან დუმბაძის მიერ 25–ე არხის ეთერით აზიზის მეჩეთის მშენებლობის საკითხისადმი მიძღვნილ გადაცემაში რესპუბლიკური პარტიის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი მასალკინის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

ბატონი მურმანი აღნიშნულ გადაცემაში ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე გარკვეულ ზღვარს ავლებს საქართველოს სხვა მოქალაქეებსა და ეთნიკური წარმოშობით ქართველებს შორის, რაც, რბილად რომ ვთქვათ, დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.

ვთვლი, რომ მსგავსი განცხადება უაღრესად კრიტიკულ შეფასებას იმსახურებს ჩემგან, როგორც უფლებადამცველისგან, რადგან დაუშვებელად მიმაჩნია ეთნიკური წარმომავლობის რაიმე სახის პრობლემად წარმოჩენა.

ამ ტიპის განცხადებების გაკეთებისაგან განსაკუთრებით  პოლიტიკურმა მოღვაწეებმა უნდა შეიკავონ თავი, რადგან მსგავსმა რამ შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოებაში შეუწყნარებლობის გაღვივებას, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ერთიანობას და შეურაცხყოფს არა მარტო კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების ღირსებას, ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და მიზნებს, რომელთა დამკვიდრება საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას წარმოადგენს და დეკლარირებულია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, სამოქალაქო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, განსაკურებული ყურადღება გამოიჩინონ და მიიღონ სათანადო ზომები, რათა მათ მიერ ან მათი მეშვეობით სამომავლოდ არ მოხდეს დისკრიმინაციული გამონათქვამების, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის ტირაჟირება”.

ამავე თემაზე: 

სიძულვილი და რეაქცია

ივანიშვილი მურმან დუმბაძის ქსენოფობურ განცხადებაზე რეაგირებას აპირებს


მასალების გადაბეჭდვის წესი