ახალი ამბები

“უხუცესთა დარბაზი” ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ითხოვს [Video]

3 აპრილი, 2012 •
“უხუცესთა დარბაზი” ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ითხოვს [Video]

“საქართველოს უხუცესთა დარბაზმა” დღეს, 3 აპრილს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ დარბაზში რიგით მესამე სხდომა გამართა.

სხდომის მთავარი მიზანი, ისევე როგორც 2011 წლის ნოემბრის სხდომის, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე მსჯელობა იყო.

საქართველოს უხუცესთა დარბაზი კიდევ ერთხელ, თანამდროვე საქრთველოს ისტორიისთვის უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, მოითხოვს, საქართველოს პრეზიდენტმა ქველმოქმედს, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ქართველს, ათასობით მეცნიერის, ხელოვანის, მწერლის მეცენატს, რომლებიც მისგან მიღებული დახმარების გარეშე სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდებოდნენ, აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. ერის სახელით მოვითხოვთ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ერის წინაშე დავაყენებთ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხს,”- წერია განცხადებაში, რომელიც “უხუცესთა დარბაზის” წევრმა, როლანდ ნიჟარაძემ დამსწრეებს გააცნო.

“უხუცესთა დარბაზის,” რომელიც, როგორც მისმა წევრებმა,თქვეს, უკვე ერთია წელია არსებობს, მთავარი პრიორიტეტი აფხაზეთთან კონფლიქტის მოგვარებაა.

“ამ დარბაზის ჩამოყალიბების ძირითადი ინიციატორი თავად აფხაზეთის მოსახლეობა იყო. რაც ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა წლების მანძილზე აფხაზური კონფლიქტის დასარეგულირებლად და რასაც ოპოზიცია არ აკეთებს, სახალხო დიმპლომატიამ უნდა იტვირთოს,”- განაცხადა უხუცესთა დარბაზის წევრმა, როლანდ ნიჟარაძემ.

ნიჟარაძის თქმით, “უხუცესთა დარბაზის” მუშაობის ფარგლებში, აფხაზებთან შეხვედრები ძირითადად რუსეთში ეწყობა. 

“უხუცესთა დარბაზის” ხელმძღვანელი, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა ვიდერგოლი, სადაც ის ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ითხოვს, დამსწრე საზოგადოებას დიდ ეკრანზე უჩვენეს. 

“უხუცესთა დარბაზის” სხდომას ასევე ესწრებოდნენ მწერლები: რეზო მიშველაძე, რეზო ამაშუკელი, მსახიობი გოგო ქავთარაძე, ადვოკარი ეკა ბესელია და ა.შ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი