ახალი ამბები

ბოკერია რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხეს არ გამორიცხავს

3 აპრილი, 2012 •
ბოკერია რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხეს არ გამორიცხავს

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„ეხო მოსკვისთან“ საუბარში საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია რუსეთის მხრიდან საქართველოში სამხედრო საფრთხეს არ გამორიცხავს.

„ბევრი საერთაშორისო ფაქტორის გათვალისწინებით რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ნაბიჯებს ამ მხრივ ვერ ვვარაუდობ. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან არსებობს სურვილი, 2008 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს,“- განაცხადა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ სამხედრო მუქარის ბოლომდე გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ფაქტორები ამ პოტენციური გადაწყვეტილების განხორციელებას არ დაუშვებს. 

2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესია, ბოკერიას აზრით, სწორედ საქართველოს კურსით იყო განპირობებული, რომელსაც ქვეყანა დღესაც აგრძელებს.

„ეს არის ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტერგაციის კურსი. საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება სამხედრო ინფრასტრუქტურის გაღრმავება, იმის გამო, რომ შემოდგომაზე გაიმართება სამხედრო სწავლება,” – განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიამ „ეხო მოსკვის“ ეთერში ტერორიზმზეც ისაუბრა. მისი თქმით, წინა წელს საქართველოში ტერაქტების რამდენიმე შემთხვევა იყო, რომელთაგან ზოგიერთი წარმატებით დასრულდა.

“ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, რომ ამ ქმედებების კოორდინირებას ახდენდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული სპეცსამსახურები. დავასახელეთ კონკრეტული სახელებიც. საბედნიეროდ, გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენთან არანაირი მცდელობა აღარ ყოფილა და ვიმედოვნებ, ასევე გაგრძელდება,“ – განაცხადა ბოკერიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი