გიგა ბოკერიამ ირაკლის ალასანიას “ეხო მოსკვის” ორი აპრილის ეთერში მოუმწიფებელი პოლიტიკოსი უწოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს გიგა ბოკერია გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის, ირაკლი ალასანიას განცხადებაზე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ, საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანმა მას მოუმწიფებელი პოლიტიკოსის განცხადება უწოდა.
“როგორ შემიძლია ასეთ აბსურდულ განცხადებაზე რამის თქმა. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და აბსურდული განაცხადი. სხვადასხვა დროს საქართველოში მართლაც იყო ასეთი არალეგალური დაგჯუფებები, იყო ქაოსი, მაგრამ ბევრი მათგანი ციხეში მოხვდა, ყველა ეს სტრუქტურა განადგურებული იყო სახელმწიფოს მიერ.
ეს იყო ერთი მოუმწიფებელი პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც შემდეგ კიდევ ცდოლობოდა თავის მართლებას მორიგი მოუმწიფებელი განცადებებით,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ “ეხო მოსკვის” ეთერში.