ამერიკის შეერთებული შტატების ქრისტიანულ კოლეჯზე თავდასხმას 7 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას skynews ავრცელებს.
თავდასხმა კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაპატიმრებულია. ის ადგილობრივი მაცხოვრებელი, 43 წლის აზიური წარმოშობის მამაკაცია.
მათივე განცხადებით, თავდამსხმელი ქრისტიანული კოლეჯის ყოფილი სტუდენტია.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი შევარდა კოლეჯის ტერიტორიაზე და უმისამართო სროლა დაიწყო.
პოლიციის ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა და თავდასხმის მიზეზები დგინდება.
შეგახსენებთ, მსგავსი თავდასხმის ფაქტი 22 მარტსაც დაფიქსირდა საფრანგეთში. მაშინ თავდამსხმელი ალჟირელი წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე, 23 წლის მოჰამედ მერა იყო, მან სამი ებრაელი სკოლის მოსწავლე, რაბინი და სამი ფრანგი მედესანტე მოკლა.
საფრანგეთის პოლიციამ კი ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორდღიანი სპეცოპერაციის შემდეგ მოკლა.