ახალი ამბები

ჯონ ბასი ბათუმს, ფოთსა და ქუთაისს ესტუმრება

3 აპრილი, 2012 •
ჯონ ბასი ბათუმს, ფოთსა და ქუთაისს ესტუმრება

3 და 4 აპრილს აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ბათუმს, ფოთსა და ქუთაისს ეწვევა. ის მონაწილეობას მიიღებს საჯარო ღონისძიებებში, აგრეთვე, ადგილობრივ მთავრობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შეხვდება.

3 აპრილს ბათუმში ბასი ცხოველთა ჯანდაცვის ეროვნულ კონფერენციას გახსნის. კონფერენციის ორგანიზატორები აშშ–ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არიან. კონფერენციის მიზანია საქართველოში ცხოველთა დაავადებების აღმოჩენისა და მკურნალობის ხელშეწყობა, რაც ფერმერთა შემოსავლის ზრდის ერთ–ერთი პირობაა.  დღეს ბასი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის. პროექტი აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა. იგი შეხვდება აჭარის მთავრობის მეთაურს და მედიის წარმომადგენლებთან მრგვალ მაგიდას გამართავს.

4 აპრილს ფოთში ბასი ტელეკომპანია მე–9 არხს ეწვევა. ის მოინახულებს ოპიკის სესხით აშენებულ მაცივარ–საწყობს, რომელიც „სამხრეთ–აღმოსავლეთის ექსპორტის კორპორაციისა“ (ამერიკული ქათმის ექსპორტიორი კომპანია) და „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია.

ელჩი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის ქუთაისშიც და  პოლიტიკური პარტიებისა და პრესის წარამომადგენლებს შეხვდება.

ამერიკის მთავრობამ საქართველოს ქალაქებში დემოკრატიული ჩართულობის ათი ცენტრი 5 მილიონი დოლარით დააფინანსა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი