ახალი ამბები

“ამომრჩეველთა ლიგას” გაჩეჩილაძეები და ხაინდრავა უერთდებიან

2 აპრილი, 2012 •
“ამომრჩეველთა ლიგას” გაჩეჩილაძეები და ხაინდრავა უერთდებიან

საზოგადოებრივ მოძრაობა “ამომრჩეველთა ლიგას” გოგა ხაინდრავა, გია და ლევან გაჩეჩილაძეები უერთდებიან.

გოგა ხაინდრავას განცხადებით, “ამომრჩეველთა ლიგა” არის იმ ადამიანთა თავყრილობა, რომელთაც არჩევანის უფლება აქვთ და ეს არჩევანი აქამდე წართმეული ჰქონდათ ამ “კრიმინალური ხელისუფლების გამო”.

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენთვის ღმერთისგან ბოძებული არჩევანის უფლება და ყველა ჩვენგანმა, ყველამ ერთად ეს უფლება არა მარტო უნდა დავიცვათ, არამედ გამოვიყენოთ, როდესაც ამის დრო დადგება. ეს არის საკუთარი ხმის უფლების, ერთმანეთის უფლების და ამ ქვეყნაში თავისუფალი არჩევანის უფლების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ეს არის ის ხალხი, ვისთვისაც არჩევანის უფლება ძვირფასია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხაინდრავამ.

ახალი წევრების წარდგენა დღეს, 2 აპრილს, 18:00 საათზე შედგება.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ამომრჩეველთა ლიგა” 2012 წლის 22 თებერვალს დაფუძნდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: მსახიობი ნანა შონია, ყოფილი პარლამენტარი კოკა გუნცაძე და იურისტი ლევან ჩიკვაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი