ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

იზორია: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა წვრთნა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს

17 აგვისტო, 2016 • 1500
იზორია: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა წვრთნა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მედიასთან საუბარში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა:

“ბუნებრივია, ყველა წვრთნა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკონტროლებთ, ვფლობთ ინფორმაციას და, შესაბამისად, მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ იგრძნონ თავი უსაფრთხოდ, ჩვენს პარტნიორებთან ერთან ჩვენ უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნოთ თავი”, – განაცხადა მინისტრმა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსული სამხედრო ბაზის წვრთნებში, ცხინვალის ცნობით, 5 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს. წვრთნებისთვის გამოყენებულია სარაკეტო კომპლექსები და უპილოტო საფრები აპარატები. სამხედრო სწავლება 2016 წლის 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წვრთნები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში; ფოტო: sputnik-ossetia

წვრთნები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში; ფოტო: sputnik-ossetia

მასალების გადაბეჭდვის წესი