ახალი ამბები

მზადება საზღვრის გასაკონტროლებლად

2 აპრილი, 2012 •
მზადება საზღვრის გასაკონტროლებლად

რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ერთობლივი საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ ძალაში მაშინ შევა, როცა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზციაში გაწევრიანდება. ამის შესახებ დღეს, 2 აპრილს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, წერს გამოცემა “Российская газета”

საქართველომ რუსეთთან 2011 წლის ნოემბერში შვეიცარიის შუამდგომლობით ჟენევაში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო-რუსეთის საზღვრის– აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ლარსის მონაკვეთების ერთობლივი კონტროლის სანაცვლოდ საქართველომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობა განუცხადა. შეთანხმების შედეგად საქართველოს საშუალება ექნება, შუამავალი კერძო კომპანიის საშუალებით აკონტროლოს ოკუპირებული ტერიტორიებსა და რუსეთს შორის მოძრავი ტვირთები.

რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და შუამავალი შვეიცარია ეძებს იმ კერძო კომპანიას, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე საბაჟო კონტროლს განახორციელებს.

ამავე თემაზე:

ვაშაძის უწყების განმარტება რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების თაობაზე

გამოუქვეყნებელი დოკუმენტი, რომელიც ეჭვებს იწვევს

რას მიიღებს საქართველოს ეკონომიკა რუსეთის WTO–ში შესვლით




 

მასალების გადაბეჭდვის წესი