დღეს თბილისში სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში რამდენიმე აქცია გაიმართა.

15:00 საათზე თბილისის ექვს მოედანზე ერთდროულად შეიკრა სამოქალაქო სოლიდარობის ჯაჭვი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ექვსი თემის გარშემო სოლიდარობის სიმბოლურად გამოხატვის მიზნით.

სააკაძის მოედანზე ჯაჭვი ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით შეიკრა, მარჯანიშვილის მოედანზე – გარემოს დაცვის მოთხოვნით, ავლაბრის მოედანზე მედიის თავისუფლების დაცვა მოითხოვეს, ვაკის პარკთან – განათლების უფლების დაცვა, მრგვალ ბაღში – სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ხოლო თავისუფლების მოედანზე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

17:00 საათზე ყველა ერთად გუდიაშვილის მოედანზე შეიკრიბა. 

ამავე თემაზე:

სამოქალაქო სოლიდარობის აქცია ქუთაისში

დაიცავი გარემო – სამოქალაქო სოლიდარობის აქცია მარჯანიშვილზე [Video]

სოლიდარობა ექვსი საკითხის გარშემო

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *