“დაიცავი გარემო” – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდნენ დღეს მარჯანიშვილის მოედანზე გარემოსდამცველები და სამოქალაქო აქტივისტები.
აქცია სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული კამპანიის ეგიდით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან 6 მთავარ საკითხზე ანალოგიური სიმბოლური აქციები (სამოქალაქო სოლიდარობის ჯაჭვი) თბილისის 6 მოედანზე გაიმართა, აქცია გუდიაშვილის მოედანზე დასრულდა.

![დაიცავი გარემო – სამოქალაქო სოლიდარობის აქცია მარჯანიშვილზე [Video]](https://netgazeti.ge/wp-content/themes/netgazeti/images/no-featured-image.png)



