ახალი ამბები

სოლიდარობა ექვსი საკითხის გარშემო

31 მარტი, 2012 •
სოლიდარობა ექვსი საკითხის გარშემო

სამოქალაქო სოლიდარობის ჯაჭვი დღეს, 15:00 საათზე თბილისის ექვს მოედანზე ერთდროულად შეიკვრება.

აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო პოზიციისა და სოლიდარობის გამოხატვას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი 6 თემის შესახებ: ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული მემკვიდრეობა.

ადამიანის უფლებების დამცველები სიმბოლურ ჯაჭვს სააკაძის მოედანზე შეკრავენ, გარემოსდამცველები – მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან, ავლაბრის მოედანზე მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებს გააპროტესტებენ, ვაკის პარკთან მათ ელოდებიან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლების უფლების დაცვა, მრგვალ ბაღში კი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, თავისუფლების მოედანზე კულტურული მემკვიდრეობის დამცველები შეიკრიბებიან.

აქცია 17:00 საათზე გუდიაშვილის მოედანზე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი