დღეს, 30 მარტს პარლამენტმა 70 დეპუტატით 7 –ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” ინიციატივას “პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავარობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის” შესახებ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში ჩართვის სქემა წარმოადგინა.