ახალი ამბები

რუსეთში, გამოკითხულთა 45%–ს აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიაჩნია

30 მარტი, 2012 •
რუსეთში, გამოკითხულთა 45%–ს აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიაჩნია

ანალიტიკურმა ცენტრმა Левада-Центр, კვლევის “რუსი ხალხის დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი” შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 9% თვლის, რომ აფხაზეთი საქართველოს საკუთრებაა, 28%–ს მიაჩნია, რომ აფხაზეთი რუსეთს ეკუთვნის, ხოლო 45%–ის აზრით აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

გამოკითხულთა უმეტესობა 43% ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს ე.წ სამხრეთ ოსეთს. ტერიტორია საქართველოს ნაწილად მიაჩნია 11%–ს, ხოლო 30%–ის აზრით ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილია.

კვლევის შედეგად გამოკითხული მოსახლეობის 42%–ის აზრით აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს, იმავეს ფიქრობს გამოკითხულთა 44% სამხრეთ ოსეთის შესახებაც.

კვლევა 2012 წლის 19–დან 16–ი მარტის ჩათვლით რუსეთის 45 რეგიონში, 130 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 18 წელს ზემოთ ასაკის 1633–მა ადამიანმა მიიღო. კვლევის ცდომილება 3,4%–ს არ აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი