რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მცხოვრებმა წყვილმა შვილის მკვლელობა აღიარა, ამის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავებზე დაყრდნობითРИА Новости ავრცელებს.
აღიარებამდე 9 თვის გოგონა დაკარგულად ითვლებოდა, რადგან ბავშვის მშობლებმა მისი გატაცება გაითამაშეს.
РИА Новости–ს ინფორმაციით ბავშვის მამამ ალექსანდრ კულაგინმა აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა, რომლის მიხედვითაც ის ამბობს, რომ გოგონა ბავშვის დედასთან ჩხუბისას შემოაკვდა და ამის გამო იძულებული გახდა ბავშვის გატაცების ინსცენირება გაეკეთებინა.
სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მამაკაცი დანაშაულის დაფარვას ცდილობდა, ხოლო ბავშვის დედა მას ამაში დაეხმარა.
ალექსანდრ კულაგინმა ჯერ ბავშვის დედა ცემა, შემდეგ კი პატარა გადმოაგდო ეტლიდან და დაახლოები ერთი დღე–ღამის განმავლობაში დედას მასთან მიკარება აუკრძალა, ასევე არ მისცა საშუალება გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა.
ამის შემდეგ წყვილმა გატაცების ინსცენირება დაგეგმა, მათი განცხადებით ბავშვი 11 მარტს 17:30 წუთზე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც დედამ ეტლი მაღაზიასთან დატოვა და თავად შენობაში შევიდა. ეტლი იმ დღესვე აღმოაჩინეს ახლოს მდებარე ქუჩაზე, თუმცა ბავშვი ეტლში აღარ იყო.