ახალი ამბები

სპორტსმენები, მუსიკოსები და სხვები – “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

15 აგვისტო, 2016 • 2098
სპორტსმენები, მუსიკოსები და სხვები – “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

“ქართულმა ოცნებამ” დღეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატების სიას, რომლებიც დღეს გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა:

გლდანი

  • კობა კობალაძე, გენერალი და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელი – გლდანის მე–20 ოლქი;
  • ლევან კობიაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – გლდანის 21–ე ოლქი;
  • ლევან კობერიძე, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტი, ექიმი – გლდანის 22–ე ოლქი;

 

დიდუბე

  • ზაზა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრი – დიდუბის მე-15 ოლქი;
  • ილია წულაია, ბიზნესმენი – დიდუბის მე–16 ოლქი;

 

ვაკე

  • ბიძინა გეგიძე, ყოფილი მორაგბე  – ვაკის მე–2 ოლქი;
  • ზაზა ხუციშვილი, მუსიკოსი – ვაკის მე–3 ოლქი;

 

ისანი

  • ირაკლი აბუსერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი და ყოფილი მორაგბე – ისნის მე–8 ოლქი;
  • დავით ჭიჭინაძე, ბიზნესმენი – ისნის მე–9 ოლქი;
  • ბექა ნაცვლიშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი – ისნის მე–10 ოლქი;

 

კრწანისი

  • ბექა ოდიშარია, ბიზნესმენი – კრწანისის მე–7 ოლქი;

 

მთაწმინდის 1–ელ საარჩევნო ოლქიში ქართულმა ოცნებამ არ დააყენა თავისი კანდიდატურა, რადგან იქ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

 

ნაძალადევი

  • სოფო კილაძე, იურისტი – ნაძალადევის მე–17 ოლქი;
  • მიხეილ ყაველაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი – ნაძალადევის მე–18 ოლქი;
  • ზაზა გაბუნია, ნაძალადევის გამგებელი – ნაძალადევის მე–19 ოლქი;

 

საბურთალო

  • მამუკა მდინარაძე, იურისტი – საბურთალოს მე–4 ოლქი;
  • ნინო გოგუაძე, იურისტი – საბურთალოს მე–5 ოლქი;
  • ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული – საბურთალოს მე–6 ოლქი;

 

სამგორი

  • გიორგი მოსიძე, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი – სამგორის მე–11 ოლქი;
  • მარიამ ჯაში, სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი – სამგორის მე–12 ოლქი;
  • შოთა ხაბარელი, პარლამენტის წევრი და ყოფილი მოჭიდავე – სამგორის მე–13 ოლქი;

 

ჩუღურეთი

  • გია ვოლსკი, ქართული ოცნების ერთ–ერთ ლიდერი – ჩუღურეთის მე–14 ოლქი;

 

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თბილისში წარადგინა. კანდიდატების წარდგენის ცერემონიას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი