ლეიბორისტული პარტიის წევრებმა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ გამართეს. 

პარტიის წევრებმა და აქციის მონაწილეებმა წითელი ბარათები ააფრიალეს და სააკაშვილის ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. 

აქციაზე სიტყვით, შალვა ნათელაშვილის გარდა,  პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავაც გამოვიდა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება და ოპოზიციის სხვა ლიდერებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *