ახალი ამბები

რა შეკითხვები აქვთ “ქრისტიან–დემოკრატებს” მერაბიშვილთან

29 მარტი, 2012 •
რა შეკითხვები აქვთ “ქრისტიან–დემოკრატებს” მერაბიშვილთან

საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” წევრის ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, მათ ფრაქციას შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან რამდენიმე შეკითხვა აქვს.

“რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფთ. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზაციის საკითხს. წელს გახლავთ საარჩევნო წელი და ძალიან მაღალია ალბათობა და შიშია საზოგადოებაში იმისა, რომ შსს ჩართული იქნება პოლიტიკურ პროცესში, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისთვის საუკეთესო ნაბიჯი იქნება რა თქმა უნდა, მთლიანად უწყების დეპოლიტიზაცია.

  • ასევე ვისაუბრებთ იმ კანონდარღვევებზე, რომელსაც ადგილი აქვს პოლიციელების მხრიდან, საუბარია ძალის გადამეტებაზე, უფლებამოსილების გადაჭარბებაზე პირის დაკავების დროს და დაკავების შემდეგ. ეს ყველაფერი ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშში, ასევე გაეროს სპეციალური მომხსენებლის განცხადებაში.
  • პარალელურად დავინტერესდებით პროკურტურის წარმომადგენლის მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ასეთ ფაქტზე მოხდა რეაგირება და რამდენზე აღიძვრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელების მიმართ და დაკავებულები არიან თუ არა ისინი მსგვსი ფაქტების ჩადენისთვის.
  • პროკურატურასთან გვექნება შეკითხვა, საპროცესო შეთანხმებებზე, ასეთი შეთანხმებები ფაქტობრივად გადაიქცა ბიუჯეტის შევსების წყაროდ და მას არ აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან.
  • გავინტერესებს, რატომ ხდება რომ პროკურატურა მუდმივად ითხოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, რაც წესით უკიდურესი ფორმა უნდა იყოს.
  • დავსვამთ კითხვებს, დროებითი მოთავსების იზოლატორებში არაადამიანურ და ადამიანის უფლებების შემლახავ პირობებში სასჯელის მოხდის თემაზე.


კითხვაზე, რას მოელის ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატები” შსს–ს მინისტრის გამოსვლის შემდეგ, რამდენად ოპტიმისტურად არიან ისინი განწყობილნი, ლალიაშვილი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ დღევანდელ შეხვედრას თავისი პოზიტიური შედეგები მოყვება.

“შესაძლებელია ზედმეტად ოპტიმისტურად ვუყურებ, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ. იმედი მაქვს, რადგანაც ეს არის საარჩევნო წელი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ელოდება ქვეყანას არჩევნების სახით, და რადგანაც მთელი მსოფლიო, დასავლელი პარტნიორები განსაკუთრებით კონცენტრირებულია საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე, მე იმედი მაქვს, რომ ძალოვანი სტრუქტურები, მათი მესვეურები გაუწევენ ამას ანგარიშს. მე ვფიქრობ რომ დღევანდელ შეხვედრას თავისი პოზიტიური შედეგები მოყვება. შესაძლებელია ზედმეტად ოპტიმისტურად ვუყურებ, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ”, – აღნიშნავს ლალიაშვილი. 

შეგახსენებთ,

მასალების გადაბეჭდვის წესი