ახალი ამბები

ქუთაისის მცხოვრებთა ნაწილს 2 დღით გაზის მიწოდება შეუწყდება

15 აგვისტო, 2016 • 1138
ქუთაისის მცხოვრებთა ნაწილს 2 დღით გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” ცნობით, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან 24 აგვისტოს საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.

კომპანიის ინფორმაციით, გამომაგება შეუწყდება გელათის II შესახვევს ჩიხებით, ვასაძის ქუჩას, ვასაძის IV ჩიხს, თავდადებულის I, II შესახვევებს, ბათუმის, თომაშვილისა და რიონჰესის ქუჩებს.

გაზმომარაგება ნაწილობრივ შეეზღუდება აზერბაიჯანის I შესახვევს, განათლების ქუჩას, განათლების V შესახვევს, გელათის, ტყიბულისა და კლდიაშვილის ქუჩებს.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

მასალების გადაბეჭდვის წესი