ახალი ამბები

ობამას აღიარება მედვედევთან [VIDEO]

27 მარტი, 2012 •
ობამას აღიარება მედვედევთან  [VIDEO]

26 მარტს სამხრეთ კორეაში “ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე” საერთაშორისო სამიტი გაიხსნა, სადაც მსოფლიოს 50 ქვეყნის ლიდერი, სხვადასხვა დელეგაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.
სეულის ბირთვულ სამიტზე ერთმანეთს აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი შეხვდნენ.

CNN -ის “თეთრი სახლის” კორესპონდენტის ბრიანა კეინალარის ინფორმაციით, კერძო საუბრებში პრეზიდენტებმა  აშშ–ის ეგიდით ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

“ეს არის ჩემი ბოლო არჩევნები,” – განუცხადა ობამამ მედვედევს კერძო საუბრებში, “ჩემი არჩევნების შემდეგ უფრო მოქნილი ვიქნები”.

“მესმის, ამ ინფორმაციას გადავცემ ვლადიმერ პუტინს”, – უპასუხა მედვედევმა.

ეს  დიალოგი შეხვედრის ბოლოს შემთხვევით ჩაიწერეს მიკროფონებმა, რომლებიც ოთახში ჩართული ჰქონდათ აკრედიტებულ  რეპორტიორებს.

უთანხმოება, რომელიც ამერიკასა და რუსეთს შორის არსებობს, ეხება შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რაკეტსაწინაღმდეგო სისტემის დამონტაჟებას. ანტისარაკეტო სისტემების განლაგება რუსეთ -ამერიკის ურთიერთობებში, “გადატვირთვის” პოლიტიკის მიუხედავად, პრობლემურ თემად რჩება.

რესპუბლიკელმა ოპონენტებმა ბრალი დასდეს პრეზიდენტს, რომ იგი ძალიან ღიად ალაპარაკდა ამ საკითხში რუსეთთან შესაძლო დათმობებზე. რესპუბლიკელებმა ასევე ნათლად დააფიქსირეს, რომ მათ არ სურთ შეიარაღების საკითხებში რუსეთთან მომავალი თანამშრომლობა.

აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩეველის მოადგილემ ბენ როდოსელმა რთულად შეაფასა ამ ეტაპზე, აშშ–ის არჩევნების პერიოდში, ამ საკითხის გადაწყვეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი