ახალი ამბები

NDI მედიაში გამოქვეყნებულ არასწორ პოლიტიკურ რეიტინგებს გამოეხმაურა

27 მარტი, 2012 •
NDI მედიაში გამოქვეყნებულ არასწორ პოლიტიკურ რეიტინგებს გამოეხმაურა

NDI პარტიების რეიტინგების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას  კვლავ ეხმაურება.

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის კურიერში (10:00) გასულ ინფორმაციას პარტიების რეიტინგის შესახებ. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, სიუჟეტში მოყვანილი მაჩვენებლების პროცენტული გადანაწილება (87%; 10% და 3%) არ შეესაბამება NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

NDI-ის პარტიების რეიტინგების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია და, შესაბამისად, რუსთავი 2-ის სიუჟეტში გაჟღერებული მონაცემები არ ასახავს ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

ნათქვამია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებაში.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ სააგენტო „პირველის“ ვებ-გვერდზე 17:34 საათზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ცალკეული პიროვნებების ნდობის რეიტინგის შესახებ.

კვლევაში NDI-ის არ გაუზომავს ცალკეული პერსონების ნდობის ხარისხი, შესაბამისად, „პირველის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები არ ასახავს ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს და არ შეესაბამება რეალობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, NDI გუშინაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რეიტინგთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

გვსურს, გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სააგენტო “პირველის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას თბილისში ნაციონალური მოძრაობის რეიტინგთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით 26 მარტს, 21:09 საათზე არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული რეიტინგის წყარო არ არის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და სიმართლეს არ შეესაბამება. NDI-ის პარტიების რეიტინგების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია და, შესაბამისად, სააგენტო „პირველის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ასახავს NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

NDI-ის პრესსამსახური ვერ ადასტურებს მედია–საშუალებებით გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგების სისწორეს.

“ეს არის გაჟონილი ინფორმაცია. ჩვენგან საჯარო არასდროს არ ხდება პოლიტიკური პარტიის რეიტინგები, რომელსაც NDI უზიარებს პოლიტიკურ პარტიებს. ეს პოლიტიკური პარტიების მიერ შეიძლება გასაჯაროვდეს,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” NDI-დან.

მასალების გადაბეჭდვის წესი