ინტერნეტ–პორტალ “ევრაზიანეტის” ბლოგერი ჯოშუა კუცერა აქვეყნებს სტატიას, სადაც ის საქართველოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის ვაშინგტონის ლობისტური კომპანიის შესახებ საუბრობს.
“ივანიშვილი ლობისტურ კომპნიას ყოველთვიურად ათობით ათას დოლარს უხდის და, როგორც ჩანს, უკვე გადაუხადა,” – აღნიშნავს კუცერა.
მისი თქმით, ორშაბათს დემოკრატმა კონგრესმენმა ჯიმ მაკდერმოტმა წარადგინა კანონპროექტი “საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012”, რომელიც აშშ–ის მთავრობას მოუწოდებს, შეუწყვიტოს ყველანაირი სახის დახმარება (სამხედრო და სხვა სახის) საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში არ ჩატარდება.
კუცერა აღნიშნავს, რომ 9– გვერდიან კანონპროექტში ძირითადი აქცენტი ბიძინა ივანშვილზე კეთდება და მხოლოდ ივანიშვილი 13–ჯერ არის ნახსენები, სხვა ქართველ პოლიტიკოსზე კი არაფერია ნათქვამი (გარდა სააკაშვილისა, რომელიც დოკუმენტში დიქტატორის სტატუსითაა აღნიშნული).
ავტორის თქმით, დემოკრატი კონგრესმენის კანპონპროექტში დეტალურად არის განხილული ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქერობის ჩამორთმევის, მასზე ფინანსური ზეწოლისა და მისი მომხრეების დაკავების ფაქტები.
აღნიშნული კანონპროექტი ორშაბათს წარადგინეს. ჯერჯერობით, ელექტრონული სახით არ დადებულა. ეს კანონპროექტი კი ვაშინგტონში ივანიშვილის ლობისტურ კომპანიის დახმარებით შემუშავდა.
“აღსანიშნავია რომ ივანიშვილი აპირებს მისი ლობისტური კომპანიის მეშვეობით ძლიერი კონკურენცია გაუწიოს ვაშინგტონში მოღვაწე საქართველოს მთავრობის ლობს. ორი თვის წინ კონგრესის რეზოლუციამ შეაქო და კიდევ ერთხელ გამოხატა ერთგულება საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისთვის”, – აღნიშნავს კუცერა.