მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეაში “ბირთვული უსაფრთხოების სამიტის” ფარგლებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მიუნგ ბეკს შეხვდა.
დღეს, 26 მარტს სამხრეთ კორეაში “ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე” საერთაშორისო სამიტი გაიხსნა, სადაც მსოფლიოს 50 ქვეყნის ლიდერი, სხვადასხვა დელეგაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.
სამიტის მთავარი თემა ბირთვული ტერორიზმის რისკების შემცირებაა.
ვიზიტის ფარგლებში, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.





