ახალი ამბები

იყიდება თუ არა საქართველოს საელჩოს შენობა აშშ-ში?

26 მარტი, 2012 •
იყიდება თუ არა საქართველოს საელჩოს შენობა აშშ-ში?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საგარეო უწყებას ინფორმაცია არ აქვს ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ.

“წარმოდგენა არ მაქვს ამ საკითხზე. თუმცა, იცით, რომ ეს საელჩო არ არის საქართველოს საკუთრება, სამწუხაროდ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საკუთრებაში გვქონდეს საელჩო და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სახსრებიც მოინახება იმისათვის, რომ ჩვენს საელჩოს ოფიცილური წარმომადგენლობა საკუთრებაში ჰქონდეს. უშუალოდ შენობის თაობაზე ჩვენ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ. შეიძლება იყიდება იმიტომ, რომ სხვა მეპატრონე ჰყავს”, – განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი