29 მარტს საქართველოში დაგეგმილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი. აღნიშნულის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
“ეს ფორმალური შემადგენელი ნაწილია მიმდინარე მოლაპარაკებების, სადაც კონკრეტული ჩარჩო–საკითხები განიხილება, როგორიცა ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე წლის 27–28 მარტს თბილისში გაიმართება ოფიციალური მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ,” – განაცხადა კალანდაძემ.




