ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხედრო პატრიოტული ბანაკი კოდორის ხეობაში

12 აგვისტო, 2016 • 2031
სამხედრო პატრიოტული ბანაკი კოდორის ხეობაში

2016 წლის 17-25 აგვისტოს კოდორის ხეობაში სამხედრო-საველე პატრიოტული ბანაკი “ახალგაზრდა აფხაზეთი – 2016” მოეწყობა.

როგორც აფხაზეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი წერს, მასში მონაწილეობას მიიღებს “160 ახალგაზრდა რუსეთიდან, აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან”.

“ბანაკის მთავრი მიზანია პატრიოტიზმის გრძნობის განვითარება, ჯარის ცხოვრების გაცნობა. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ახალგაზრდა მებრძოლის დაჩქარებული კურსი გაიარონ”, – ამბობს ალიას ავიძბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

მისივე ცნობით, ბანაკი კოდორის ხეობაში, სოგელ მრამბაში მოეწყობა, მონაწილეების შერჩევის პროცესი კი დასასრულს უახლოვდება.

კოდორის ხეობაზე, ისევე, როგორც ახალგორის რაიონზე, კონტროლი ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში დაკარგა.

ფოტო: apsnypress, 2016

ფოტო: apsnypress, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი