დღეს, 14:00 საათზე, ტელეკომპანია “იმედთან” გადაცემა “ქალური ლოგიკას” გააპროტესტებენ. გარდა ამისა, გადაცემის წინააღმდეგ საჩივარს “იმედის” თვითრეგულირების ორგანოში შეიტანენ.
“ვინაიდან გადაცემა “ქალური ლოგიკა” ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილ ნორმებს, ტელეკომპანია “იმედმა” უნდა შეწყვიტოს გადაცემის ეთერში გაშვება, ან მისი შინაარსი უნდა შეცვალოს იმდაგვარად, რომ იგი შესაბამისობაში მოვიდეს ჟურნალისტიკის ეთიკურ სტანდარტებთან,”– აღნიშნულია საჩივარში.
“ქალური ლოგიკის” წინააღმდეგ საჩივარი სოციალური ქსელით ვრცელდებოდა და მას მომხრეები ხელს აწერდნენ. 4 დღის განმავლობაში საჩივარს 900–ზე მეტმა ადამინმა მოაწერა ხელი.