ჩილეს ცენტრალურ ნაწილში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
მიწისძვრა კვირას გვიან საღამოს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტალკადან ჩრდილო–დასავლეთით 100 კილომეტრში დაფიქსირდა.
ჯერ–ჯერობით ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Associated Press-ის ცნობით სავარაუდოდ ცუნამის საფრთხე არ არსებობს.