ახალი ამბები

ბირთვული უსაფრთხოების სამიტი დაიწყო

26 მარტი, 2012 •
ბირთვული უსაფრთხოების სამიტი დაიწყო

ორშაბათს, 26 მარტს სამხრეთ კორეაში “ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე” საერთაშორისო სამიტი იხსნება, სადაც მსოფლიოს 50 ქვეყნის ლიდერი, სხვადასხვა დელეგაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.

სამიტის მთავარი თემა ბირთვული ტერორიზმის რისკების შემცირებაა.

სეულში იმყოფება მიხეილ სააკაშვილიც.

ვიზიტის ფარგლებში, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად სეულში იმყოფებიან:საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თვდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.
სამიტის დროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პრეზიდენტის რანგში მოლაპარაკებებს უკანასკნელად გამართავს. დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სირიის საკითხებისა და რუსულ -ამერიკული “გადატვირთვის” შედეგების განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი