ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, დაგეგმილია ჰუმანიტარული აქცია მცხეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში, სადაც ჩასახლებულნი არიან ცხინვალის რეგიონიდან.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარდება სამედიცინო გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში მათ უზრუნველყოფენ მედიკამენტებით.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ინციატივითა და ხელმძღვანელობით, ზემოაღნიშნული ღონისძიება რიგით 51-ე ჰუმანიტარული აქციაა.