ახალი ამბები

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა

25 მარტი, 2012 •
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ამომრჩეველი დღეს, 25 მარტს, პრეზიდენტს განმეორებით აირჩევს.

ამომრჩეველთა აქტივობამ განმეორებით საპრეზინდეტო არჩევნებში დილის 10 საათისთვის 11 % შეადგინა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მონაცემით, საკმაოდ მაღალი რიცხვია. წინასწარი შედეგები კი დღეს, 23:00 საათისთვის გახდება ცნობილი.

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვის არჩევნებში მონაწილეობას ლეონიდ თიბილოვი (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე), დავით სანაკოევი (პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში), დიმიტრი მედოევი (სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში) და სტანისლავ კოჩიევი (“კომუნისტური პარტიის” ლიდერი) იღებენ.

განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 მარტს იმართება. 2011  წლის 27 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, რიგი დარღვევების გამო, შედეგები უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებულად გამოცხადდა. მაშინ არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა გახდა, რომელიც ჰოსპიტალიზებული იქნა მიმდინარე წლის 9 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან ტრვამა მიიღო მის ოფისზე სამართალდამცავების მიერ განხორციელებული შტურმის დროს. ჯიოევა თვითინაუგურაციას აპირებდა, თუმცა წინა დღით მის ოფისში სპეცოპერაცია განხორციელდა, რა დროსაც მან თავის არეში მიიღო ტრავმა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

ალა ჯიოევა საავადმყოფოდან გუშინ, 24 მარტს გამოუშვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი