ახალი ამბები

მოიწყო თუ არა სააკაშვილმა დასვენება ეგზოტიკურ კუნძულზე

24 მარტი, 2012 •
მოიწყო თუ არა სააკაშვილმა დასვენება ეგზოტიკურ კუნძულზე

ფხუკეთი
ფხუკეთი

ტაილანდური მედიის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე დატოვა ფხუკეთი, სადაც მან კერძო დასვენების დღე გაატარა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ და აცხადებენ, რომ ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეაში ვიზიტს იწყებს, სადაც 27-28 მარტს ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ფხუკეთი  ტაილანდის სამხრეთში მდებარე ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის უმეტესი ნაწილი ტროპიკული ტყეებითაა დაფარული.

ტურისტული სააგენტოების ცნობით, “კუნძულზე ყველასთვის მოიძებნება დასვენებისა და გართობის შესაბამისი წყარო. განმარტოებისა და სიშვიდის მაძიებელთათვის სანაპიროზე გაშენებულია ბუნგალოები, კომფორტის მოყვარულთათვის მრავლად არის ძვირფასი სასტუმროები, ღამის გართობებისთვის კი გელით რესტორნები, ბარები და დისკოთეკები. საუკეთესო სეზონი ფხუკეთში ვიზიტისთვის დეკემბერი–მარტის პერიოდია.”

ფხუკეთი
ფხუკეთი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან 20 მარტს გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სააკაშვილი მონაწილეობდა German Marshall Fund of the US-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ, არაფორმალურ კონფერენციაში მიუნხენის მახლობლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი