ბი-ბი-სი-ს ინფორმაციით, ავსტრალიის პოლიციამ 14 ეჭვმიტანილი დააკავა, რომელთაც ბრალი საერთაშორისო საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაში ედებათ.
ავსტრალიაში, პოლიციის წარმომადგენლის განაცხადით, ამოღებულია დაკავებულების კომპიუტერები, სადაც საბავშვო პორნოგრაფიის ასობით ვიდეოჩანაწერი და ფოტოსურათია ჩატვირთული.
ეჭვმიტანილთა დაკავება ინტერპოლის მოთხოვნით განხორციელდა.
ამავე თემაზე: