ახალი ამბები

კაპრალის გარდაცვალებას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებენ

9 აგვისტო, 2016 • 1218
კაპრალის გარდაცვალებას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებენ

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე გარდაიცვალა და გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა გახდა.

“9 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დავით ლომიძე შეუძლოდ გახდა. კაპრალი V ქვეით ბრიგადასთან ყველაზე ახლოს მდებარე გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1 ნაწილით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა). საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კაპრალი დავით ლომიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 16 აპრილიდან მსახურობდა. ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი