ჩინეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ადვოკატები ამიერიდან ვალდებულები არიან, პროფესიული ერთგულება მმართველ, კომუნისტურ პარტიას შეფიცონ.
თითოეული ადვოკატი, რომელსაც პრეფესიული ლიცენზიის გახანგრძლივების პრეტენზია ექნება, მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად უნდა იყოს განწყობილი. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ადვოკატთა პოლიტიკური, პროფესიული და მორალური ნორმების ამაღლებისთვის არის საჭირო.
შარშან ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა იმ იურისტთა ლიცენზიები, რომლებიც სასამართლოზე მთავრობის წინააღმდეგ ან ადამიანის უფლებების დასაცავად წარსდგნენ.