NDI-ს კვლევის მიხედვით თბილისში ადგილობრივი საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმა დასახელდა.
გამოკითხულთა 94%–ის აზრით მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ რაც ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მოხდა. გამოკითხული ადამიანების უმეტესობა ასევე თვლის, რომ პოლიტიკოსები ზემოთხსენებულ საკითხს ნაკლებად განიხილავენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა ვახტანგ ბალავაძემ ghn-თან საუბრისას განაცხადა, მერიაში დასუფთავების საკითხის კოეფიციენტის გადახედვაზე მსჯელობენ. მისი თქმით, მოსახლეობის ამ წუხილზე ხელისუფლებისთვის ცნობილია, თუმცა ეს გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტში ყველაზე მარტივად და სამართლიანად იქნა მიჩნეული.
თბილისის მერიაში დასუფთავების კოეფიციენტის გადახედვის ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.





