ახალი ამბები

NDI: 45% ჯანდაცვის რეფორმას მიიჩნევს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანად

21 მარტი, 2012 •
NDI: 45% ჯანდაცვის რეფორმას მიიჩნევს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანად

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის შეკითხვაზე, რომელი სამი რეფორმა იქნებოდა, თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, გამოკითხულთა 45 პროცენტი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის იქნება ჯანდაცვის რეფორმა, 39 პროცენტი  სოფლის მეურნეობის რეფორმას მიიჩნევს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად, 28 პროცენტი –საპენსიო რეფორმას.

შედარებით დაბალი მონაცემები დაფიქსირდა სხვა სფეროების რეფორმირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გამოკითხულთა 23 პროცენტი– განათლების რეფორმას, 20 პროცენტი – საარჩევნო რეფორმას, მედიის რეფორმას –5 პროცენტი, არც ერთს კი გამოკითხულთა 2 პროცენტი მიიჩნევს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად.

კითხვაზე, რა რეფორმას მოელით, რომ განხორციელდება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ქვეყანაში, გამოკითხულთა 16% მოელის, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ჯანდაცვის რეფორმა განხორციელდება, 12 პროცენტი თვლის, რომ განხორციელდება სოფლის მეურნეობის რეფორმა, 17 პროცენტი  საპენსიო რეფორმას გამოყოფს, განათლების რეფორმას– 8 პროცენტი, საარჩევნო რეფორმას – 12 პროცენტი, არც ერთს კი 18 პროცენტი გამოყოფს.  

დღეს, 21 მარტს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები. კვლევა, გამოკითხვა მოიცავს  2012 წლის 22 თებერვალი – 5 მარტის პერიოდს. გამოიკითხა  3,161 პირი. მოხდა მათი  წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავის ოლქში, სხვა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.

მასალების გადაბეჭდვის წესი