ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს

21 მარტი, 2012 •
NDI: გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს

აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ  ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს, 8 პროცენტი არ ეთანხმება მოქალაქეობის აღდგენას ივანიშვილისთვის, ხოლო 22–მა პროცენტმა – არ იცის.

კითხვაზე, იცით თუ არა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, გამოკითხულთა 87 პროცენტი ინფორმირებულია და იცის ამის შესახებ, ხოლო გამოკითხულთა 11–მა პროცენტმა არ იცის ამის შესახებ.

შეკითხვაზე, ეთანხმებით თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას, 65 პროცენტი არ ეთანხმება, 13 პროცენტი ეთანხმება, ხოლო 21 პროცენტს არ აქვს ზუსტი პასუხი.

კითხვაზე, იცით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, 80–მა პროცენტმა იცის ამის შესახებ, 11–მა პროცენტმა არა, ხოლო 9 პროცენტს პასუხი არ აქვს.

დღეს, 21 მარტს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები. კვლევა, გამოკითხვა მოიცავს  2012 წლის 22 თებერვალი – 5 მარტის პერიოდს. გამოიკითხა  3,161 პირი. მოხდა მათი  წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავის ოლქში, სხვა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში.

საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.

მასალების გადაბეჭდვის წესი